ჟანა ბელონი შანტრი
Belloni Chantre. À travers l’Arménie russe. Ouvrage contenant 151 illustrations gravées d’après les
(1866-1952)
საფრანგეთის სახალხო განათლების სამინისტროს დავალებით 1890 წელს საქართველოში მესამედ ჩამოვიდა ცნობილი არქეოლოგი და ანთროპოლოგი, კავკასიისა და სომხეთის სპეციალისტი, ფრანგი მეცნიერი ერნესტ შანტრი (1843-1924), რომელსაც ახლდა მეუღლე, ჟანა ბელონი შანტრი (1866-1952). ამ მისიის მიზანი ე. წ. „რუსეთის სომხეთში“ კავკასიის საინტერესო ხალხების ანთროპოლოგიის შესწავლა იყო. ამ საქმეში, კერძოდ, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები სომეხი და სხვა ეროვნების ქალებთან ურთიერთობასა და მათი თავის ქალას გაზომვაში დიდი დახმარება მას მისმა მეუღლემ, წინამდებარე თხზულების ავტორმა ბელონი შანტრმა გაუწია.
photographies prises par M. Chantre et 2 cartes, Paris, Hachette, 1893
ერნესტ შანტრი
Ernest Chantre, Recherches paléoethnologiques dans la Russie méridionale et
(1843-1924)
ერნესტ შანტრმა (1843-1924), გამოჩენილმა ფრანგმა არქეოლოგმა და ანთროპოლოგმა 1873-1913 წლებში მონაწილეობა მიიღო მრავალი სამეცნიერო მისიის მუშაობაში მცირე აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, სომხეთსა და კავკასიაში. მის თხზულებაში არის ცნობები თბილისში მყოფი უცხოელი მეცნიერებისა და ქალაქის მოსახლეობის შესახებ.
spécialement au Caucase et en Crimée, Lyon: Henri Georg, 1881
Ernest Chantre. Missions scientifiques en Transcaucasie, Asie Mineure et Syrie, 1890-1894 :
recherches anthropologiques dans l’Asie occidentale. H. Georg (Lyon) 1895
ჟანა-პაულა-რაშელ დიელაფუა
Jane Dieulafoy. – La Perse, la Chaldée et la Susiane, par Mme Jane Dieulafoy, Chevalier de la
(1851-1916)
1881 წელს თბილისში ჩამოვიდა ჟანა-პაულა-რაშელ დიელაფუა (1851-1916) – ცნობილი ფრანგი მწერალი, ჟურნალისტი, არქეოლოგი და ფოტოგრაფი. თხზულებაში სულ რამდენიმე გვერდი ეთმობა ცნობებს თბილისისა და მისი მოსახლეობის ერთი ნაწილის შესახებ.
Légion d’honneur, officier d’Académie, relation du voyage, Paris, Librairie Hachette et C˚, 1887
ალფრედ კოკლენ-შვარცი
Alfred Koechlin-Schwartz. Un touriste au Caucase: Volga, Caspienne, Caucase. Paris, J. Hetzel
(1829-1895)
1879 წელს საქართველოში იმოგზაურა ელზასელმა მრეწველმა ალფრედ კოკლენ-შვარცმა(1829-1895). სხვა მრავალ საყურადღებო ცნობას შორის, არის მასალა თბილისის მოსახლეობის შესახებ.
&Cie Editeurs, 1881
კარლა სერენა
Mon voyage; souvenirs personnels: De la Baltique à la mer Caspienne. I. Front Cover. Carla Serena. M.
(1824-1884)
ბელგიელმა მოგზაურმა ქალმა, კარლა სერენამ (1824-1884), ექვსი წლის განმავლობაში მარტომ იმოგზაურა ოსმალეთის იმპერიაში (1874-75), რუსეთის იმპერიასა (1874, 1875-77, 1878-79, 1881) და სპარსეთში (1877/78). თბილისში იგი 1875 წლის დეკემბერში ჩავიდა და რუსეთ-ოსმალეთის ომის დროსაც საქართველოში იმყოფებოდა.
Dreyfous, 1880
ჟიულ პატენოტრი
Jules Patenôtre. Un voyage d’hiver au Caucase – De la Mer-Noire à la Mer Caspienne.
(1845-1925)
1874 წლის თებერვალში საქართველოში ჩამოვიდა ფრანგი დიპლომატი ჟიულ პატენოტრი (1845-1925), რომელიც ირანში მიემგზავრებოდა თეირანში საფრანგეთის მისიის ატაშეს თანამდებობის დასაკავებლად. მოგზაური აღწერს ბათუმს, ფოთს და თბილისს. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ამ ქალაქების მოსახლეობის დახასიათებას.
Revue des Deux Mondes, T. 6, 1874, pp. 509-535
ვალენტინ ბეიკერი
Valentine Baker, Clouds in the East: travels and adventures on the Perso-Turkoman frontier. London,
(1827–1887)
ბრიტანელი ჯარისკაცი ვალენტინ ბეიკერი, ცნობილი როგორც ბეიკერ ფაშა (1827–1887), მონაწილეობდა ყირიმის ომში. 1873 წელს თავის მეგობარ, ფრედ ბარნაბისთან, ერთად ხორასანში სამოგზაუროდ გაემგზავრა. ამ მოგზაურობის დროს მან რამდენიმე დღე თბილისში გაატარა, რაც მის თხზულებაში აისახა.
Chatto and Windus, 1876
ჯონ ბუჩან ტელფერი
John Buchan Telfer, The Crimea and Transcaucasia; being the narrative of a journey in the Kouban, in
(1830-1907)
ჯონ ბუჩან ტელფერი (1830-1907) – მოგზაური და მწერალი, ბრიტანეთის სამეფო ფლოტის კაპიტანი და ლონდონის სიძველეთა საზოგადოების წევრი (1875). იგი ყირიმის ომში (1853-1856) მონაწილეობდა და დაჯილდოებული იყო ბალტიის მედლით. 1870-იან წლებში სამი წელი დაყო რუსეთის იმპერიაში და ეკატერინა მურავიოვაზე იქორწინა. აღნიშნულ პერიოდში მან ორჯერ იმოგზაურა ყირიმსა და კავკასიაში, მათ შორის საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მის თხზულებაში არის ცნობები თბილისისა და მისი მოსახლეობის შესახებ.
Gouria, Georgia, Armenia, Ossety, Imeritia, Swannety, and Mingrelia, and in the Tauric range, 2
Volumes, London: Henry S. King & Co., 1876), I
მაქს ფონ თილმანი
Max von Thielmann. Streifzüge im Kaukasus, in Persien und in der Asiatischen Türkei von Freiherr
(1846-1929)
გერმანელი დიპლომატი მაქს ფონ თილმანი (1846-1929) მსახურობდა გერმანიის საელჩოებში სანქტ-პეტერბურგში, კოპენჰაგენში, ბერნში, ვაშინგტონში, ბრიუსელში, პარიზსა და სტამბოლში. 1872 წელს მან იმოგზაურა კავკასიასა და ირანში. მის თხზულებაში „მოგზაურობა კავკასიაში, სპარსეთსა და აზიურ თურქეთში“, არის საინტერესო მასალა თბილისის მოსახლეობის შესახებ.
Max von Tthielmann. DR. JURIS, Mit fünf Holzschnitt-Tafeln, Ilustrationen im Texte und einer
Uebersichtskarte. Leipzig, Verlag von Duncker & Humbolt, 1875.
დაგლას ფრეშფილდი
Douglas W. Freshfield, Travels in the central Caucasus and Bashan. London, Longmans, Green, &
(1845-1934)
დაგლას ფრეშფილდი (1845-1934) ბრიტანელი ადვოკატი, ალპინისტი, გეოგრაფი და მწერალი. 1868 წელს მან ადოლფ მურთან, ჩარლზ ტაკერთან და ფრანგ მეგზურთან, დევუასუსთან ერთად, მყინვარწვერზე პირველი ასვლა განახორციელა. მის თხზულებაში ეს ექსპედიცია დაწვრილებითაა აღწერილი. მისი თქმით, ის ეძებდა ისეთ ქვეყანას, სადაც მიმზიდველი სიახლე იქნებოდა და მრავალ მიზეზთა გამო, ასეთი რეგიონი სწორედ კავკასია იყო. სხვა მრავალი საინტერესო ინფორმაციის გარდა, მის თხზულებაში არის ცნობები თბილისისა და მისი მოსახლეობის შესახებ.
co. 1869
ჟორჟ ბელი
Géorges Bell. Dix jours a Tiflis.
ფრანგმა მწერალმა და ჟურნალისტმა, ჟორჟ ბელმა, 1868 წლის 5 და 12 სექტემბერს ყოველკვირეულ ფრანგულ ჟურნალში – „L’illustration journal universel“, ორი წერილი გამოაქვეყნა, სათაურით „ათი დღე თბილისში“. მათში წარმოდგენილი მასალა მხოლოდ თბილისის ცხოვრებას ეხება.
L’Illustration Journal Universel. 1868, 5 septembre, 155-157.
Géorges Bell. Dix jours a Tiflis.
L’Illustration Journal Universel. 1868, 12 septembre 171-172.
აგასტოს ჰენრი მანსი
Augustus Henry Mounsey. A Journey through the Caucasus and the Interior of Persia. London:
(1834–1882)
ბრიტანელი დიპლომატი აგასტოს ჰენრი მანსი (1834–1882) 1865 წლის შემოდგომაზე საქართველოში ჩამოვიდა და შემდეგ თბილისიდან ირანში გაემგზავრა. მის თხზულებაში არის დაცული ცნობები თბილისისა და მისი მოსახლეობის შესახებ.
Smith, Elder & Co., 1872
ტინკო მარტინუს ლიკლამა ა ნიჟეოლტი
Tinco Martinus Lycklama à Nijeholt, Voyage en Russie, au Caucase et en Perse exécuté pendant
(1837-1900)
1865 ივლისის ბოლოდან 1866 წლის 19 მარტამდე საქართველოში იმყოფებოდა ფრიზიელი (ჰოლანდია) არისტოკრატი, მოგზაური და მწერალი ტინკო მარტინუს ლიკლამა ა ნიჟეოლტი (1837-1900) მის თხზულებაში დაცულ ცნობებს შორის არის მეტად მეტად საინტერესო მასალები თბილისის სხვადასხვა ეროვნების მოსახლეობის შესახებ.
les années 1866, 1867 et 1868, t. I, Paris-Amsterdam, Arthus Bertrand, Libraire-Editeur/C. L. Van
Langenhuysen, Libraire-Editeur 1872
ანრი კანტელი
Henri Cantel. „Le Prince Domenti, scènes de la vie géorgienne”.
(1825-1878)
ფრანგი მწერალი ანრი კანტელი (1825-1878) საქართველოში თავისი ჩამოსვლის თარიღს არ ასახელებს, მაგრამ მისი ნაწერების შესწავლის მიხედვით სავარაუდოა, რომ ის 1859 წლის ბოლოს ან 1860 წლის იანვარში ჩამოვიდა. მის მოთხრობებში კარგად არის აღწერილი თბილისი და მისი მოსახლეობა.
Revue des deux Mondes, vol. 40, 1862
Henri Cantel. „Héraklé, Scènes de la vie Géorgienne“
Revue des Deux Mondes, 2e période, tome 46, 1863
ალექსანდრე დიუმა
Jean-Pierre Moynet, “Voyage à la la mer Caspienne et à la mer Noir. II, De Bakou à Tiflis 1859” (Inédit).
(1802-1870)
1858 წლის დეკემბერში საქართველოში ჩამოვიდნენ ალექსანდრე დიუმა (1802-1870) და მისი თანამგზავრი ჟან-პიერ მუანე (1819-1876) – ფრანგი მხატვარი, დეკორატორი და ლითოგრაფი. მათ ახლდათ თარჯიმანი, მოსკოველი სტუდენტი, კალინო. რუსეთსა და კავკასიაში მოგზაურობის დროს ჟან-პიერ მუანემ მრავალი ჟანრული სცენა და პეიზაჟი დახატა, მაგრამ არანაკლებ საინტერესოა მის თხზულებაში დაცული ცნობები თბილისისა და მისი მოსახლეობის შესახებ.
Texte et dessins de M. Moynet. Le Tour du monde, I, 1860
ანტუან დე ჟილმა
Floriant Gille. Lettres sur le Caucase et la Crimée, ouvrage enrichi de trente vignettes dessinées
(1801-1864)
1858 წლის სექტემბერში საქართველოში იმოგზაურაფლორიან ანტუან დე ჟილმა (1801-1864) – რუსეთში მოღვაწე შვეიცარიელმა ისტორიკოსმა, ხელოვნებათმცოდნემ და მხატვარმა. თხზულების წინასიტყვაობაში ფლორიან ჟილი აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის აღსადგენად ექიმებმა მას გერმანიაში ან კავკასიაში წყლებით მკურნალობა ურჩიეს. მან მოგზაურობა „ასე ცნობილ მხარეში“ – კავკასიასა და საქართველოში გადაწყვიტა. მის თხზულებაში მოცემულია ცნობები თბილისის მოსახლეობის შესახებ.
d’après nature, et d’une carte dressée au dépot topographique de la guerre à St. Pétersbourg. Paris, 1859
ანრი პიერ ლეონ ფარამონ ბლანშარი
Pharamond Blanchard. Voyage de Tifllis à Stavropol, par le défilé du Darial (1858). Le Tour Du Monde.
(1805-1873)
კავკასიის მეფისნაცვლის, ალექსანდრე ბარიატინსკის (1856-1862) მმართველობის დასაწყისში, მისი მიწვევითა და მასთან ერთად, 1856 წლის შემოდგომაზე საქართველოში ჩამოვიდა ფრანგი მხატვარი ანრი პიერ ლეონ ფარამონ ბლანშარი (1805-1873). მან თბილისში ხუთი თვე გაატარა. მისი ცნობები თბილისისა და მისი მოსახლეობის შესახებ გამოქვეყნებულია ორჯერ – 1857 წელს ფრანგულ ყოველდღიურ ილუსტრირებულ გაზეთ Illustration-ში და მეორედ 1860 წელს, ახლად დაარსებულ მოგზაურობათა ჟურნალში – Le Tour Du Monde.
T. II. Paris, 1860
აბას რასამ არჟანგი
აბას რასამ არჟანგი (1892-1975) მეოცე საუკუნის ირანული მხატვრობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. მისი ოჯახი განეკუთვნებოდა თავრიზის ძველ და სახელოვან საგვარეულოს, რომელიც თავს მიიჩნევდა „სეიდად“ ანუ წინასწარმეტყველ მუჰამედის პირდაპირ შთამომავლად. აბას რასამი თავრიზის ცნობილ მხატვართა დინასტიის უმცროსი წევრი იყო. მამამისის და უფროსი ძმის მსგავსად, მანაც სამხატვრო განათლება თბილისში მიიღო და 1911-14 წლებში თბილისის ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში სწავლობდა. სწავლის პარალელურად, იგი მუშაობდა კავკასიის მუზეუმში, აღმოსავლურ ფონდში დაცული ირანელი მხატვრების დაზიანებული ნამუშევრების რესტავრატორად. თბილისის შემდეგ, აბას რასამმა სწავლა რუსეთში განაგრძო და ირანში დაბრუნების შემდეგ ჯერ თავრიზში და შემდეგ თეირანში დაიწყო მოღვაწეობა როგორც მხატვარმა, კალიგრაფისტმა, მინიატურისტმა და მოქანდაკემ. თეირანში მის მიერ დაფუძნებული „არჟანგის გალერეა“, სადაც 1928 წელს მისი პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა, ირანის შემოქმედებითი ელიტის თავშეყრის ადგილად იქცა. 1930 წელს ბელგიაში ანტვერპენის საერთაშორისო გამოფენაზე წარმოდგენილი ნახატებისთვის იგი ოქროს მედლითა და დიპლომით დაჯილდოვდა.
(1892-1975)
აბას რასამ არჟანგი 2000-მდე ნამუშევრის ავტორია. მისი ნახატები მრავალ გალერეას ამშვენებს და მათ შორისაა საქართველოს ეროვნული გალერეაც.
გარდა მხატვრული ტილოებისა, აბას რასამმა დაგვიტოვა ლექსების სამტომეული და ასევე მემუარული თხზულება „მოგონებების დღიური“, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი თბილისში გატარებულ პერიოდს ეთმობა და XX საუკუნის თბილისის ისტორიის სხვადასხვა ასპექტით დაინტერესებულ მკითხველს მრავალ საინტერესო მასალას აწვდის.
აბას რასამ არჟანგის ავტობიოგრაფია – თარგმანი
ესაია აღვანელი
ესაია აღვანელი. „ისტორია ან მოგონებები ალვანთა ქვეყანაში მომხდარ ზოგიერთ ამბავზე“, შუში,1839 გვ.68-69
XVIII საუკუნის დასაწყისში თბილისში იმყოფებოდა კათალიკოსი ესაია აღვანელი და აქ მიღებული შთაბეჭდილებები ჩართო თავის თხზულებაში.
მესროპ თაღიადიანი
მესროპ თაღიადიანი
სომეხი მწერალი მესროპ თაღიადიანი, რომანტიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი სომხურ ლიტერატურაში, XIX საუკუნის ოციან წლებში იმყოფებოდა თბილისში.
„მოგზაურობა სომხეთში“ კალკუტა,1847, გვ.314-318.
მირზა სერაჯ ად-დინ აბდ არ-რაუფი
Mīrzā Serāj ad-Dīn Hājjī Mīrzā ‘Abd ar-Ra’ūf, Tohaf-e ahl-e Bokhārā, bā moqaddamei az Doctor Mohammad Asadīyān, Tehrān, 1369/1990.
(1902)
მირზა სერაჯ ად-დინაბდ არ-რაუფი ბუხარელი ვაჭარი იყო და ბამბა და აბრეშუმი მთელ მსოფლიოში გაჰქონდა. პროფესიიდან გამომდინარე იგი ბევრს მოგზაურობდა. 1902 წელს იგი გაემგზავრა ევროპაში და ექვსი თვის განმავლობაში მოინახულა თითქმის ყველა დიდი ქალაქი, ასევე რუსეთის იმპერიის ქალაქები, მათ შორის თბილისი და ბათუმი. ამ მოგზაურობის შთაბეჭდილებები მან გადმოსცა თხზულებაში „ბუხარის მცხოვრების ძღვენი“.
ხაჩატურ აბოვიანი
Խաչատուր Աբովյան «Ակնարկ Թիֆլիսում ապրող հայերի կյանքի և հատկապես նրանց հարսանեկան սովորությունների մասին», Երևան 1984թ. („თბილისში მცხოვრები სომხების ცხოვრების მიმოხილვა და განსაკუთრებით მათი საქორწინო წეს-ჩვეულებების შესახებ“, ერევანი, 1984)
(1805-1848)
სომეხი მწერალი, განმანათლებელი, პედაგოგი, ფოლკლორისტი, ეთნოგრაფი. 1837—1843 წლებში თბილისში მუშაობდა სამაზრო სასწავლებლის ზედამხედველად. მე-19 სს თბილისის შესახებ ღირებულ ინფორმაციას გვაწვდის კვლევაში „თბილისში მცხოვრები სომხების ცხოვრების მიმოხილვა და განსაკუთრებით მათი საქორწინო წეს-ჩვეულებები“.
თომას ალკოკი
(1801-1866)
ინგლისელი თომას ალკოკი 1826-1865 წლებში სხვადასხვა დროს პარლამენტის წევრი იყო. როგორც პროგრესული პოლიტიკოსი და საარჩევნო უფლების გაფართოების მომხრე, დიდ თანხებს ხარჯავდა ეკლესიებისა და სკოლების მშენებლობაზე. ალკოკის მოგზაურობა დაემთხვა რუსეთ-ირანის 1826-1828 და რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წლების ომებს. მიხეილ პოლიევქტოვის ვარაუდით, ის ერთ-ერთი იმ ჯემტლმენთაგანი იყო, რომლებსაც მოგზაურობის დროს თ. ვ. არმსტრონგი ახლდა[1]. სხვა საინტერესო ცნობებს შორის არმსტრონგი თავის თხზულებაში „მოგზაურობები რუსეთში, სპარსეთში, თურქეთსა და საბერძნეთში 1828-29 წლებში“ გვაწოდებს ინფორმაციას თბილისისა და მისი მოსახლეობის შესახებ.
[1] М. А., Полиевктов, Европейские путешественники по Кавказу, 1800-1830 гг., Тбилиси, 1946, 63.
Thomas Alcock, Travels in Russia, Persia, Turkey and Greece, in 1828-9, London, E. Clarke and son, London, 1831
თ. ბ. არმსტრონგი
T. B. Armstrong, Journal of Travels in the Seat of War, During the Last Two Campaigns of Russia and Turkey: Intended as an Itinearary Through the South of Russia, the Crimea, Georgia, and Through Persia, Koordistan, and Asia Minor, to Constantinople. With Map Expressly Drawn Up, and Illustrative of the Author’s Tour. London, A. Seguin, 1831
შოტლანდიელი თ. ბ. არმსტრონგი სამხრეთ რუსეთში რუსეთში, ყირიმში, საქართველოსა და აღმოსავლეთის ქვეყნებში მოგზაურობის განმავლობაში ორი საკმაოდ მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობის მქონე ჯენტლმენის მდივნის მოვალეობას ასრულებდა. არმსტრონგი და მასთან ერთად მოგზაური პირები საქართველოში რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წლების ომის დროს ჩამოვიდნენ, თბილისში კი 1828 წლის 3-29 ნოემბრის მონაკვეთში იმყოფებოდნენ. არმსტრონგის თხზულება „საომარი მოქმედებების ზონაში მოგზაურობის დღიური…“ იმ მარშრუტის ერთგვარი გზამკვლევია, რომელიც ბოლო დრომდე სამოგზაუროდ რთულ გზად ითვლებოდა. სხვა საინტერესო ცნობებს შორის არმსტრონგი გვაწოდებს ინფორმაციას თბილისისა და მისი მოსახლეობის შესახებ.
მირზა რეზა ხან არფა’ ად-დოულე
Khāterāt-e Perens Arfa‘, be kūshesh-e ‘Alī Dehbāshī, Tehran, 1378/1999.
(1876-1894)
მირზა რეზა ხანი, ცნობილი ლაყაბებით „დანეში“, „არფა’ ად-დოულე“, „მო’ინ ალ-ვეზარა“ და „პრინცი“ (1853-1937), ირანის ისტორიაში დარჩა როგორც სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი, სამედრო მოხელე, მეცენატი, პუბლიცისტი და არქიტექტურისა და სიძველეების მოყვარული და კოლექციონერი. იგი იყო ირანის სრულუფლებიანი ელჩი რუსეთსა და ოსმალეთში, ასევე ირანის გენერალური კონსული თბილისში (1889-1894). პარალელურად სხვადასხვა დროს ეკავა იუსტიციისა და სახალხო განათლების მინისტრის თანამდებობები. 1899 წელს ის ხელმძღვანელობდა ირანის დელეგაციას ჰააგის სამშვიდობო კონფერენციაზე, 1921-26 წლებში იყო ირანის წარმომადგენელი ერთა ლიგაში, 1933 წელს კი წარადგინეს ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში. მის მემუარულ თხზულებაში „პრინც არფა’ს მოგონებები“ დიდი ადგილი უჭირავს საქართველოსა და, განსაკუთრებით, თბილისს, სადაც მან სწავლა დაასრულა და დიპლომატიურ სარბიელზე პირველ წარმატებებს მიაღწია.
შარლ-პაულუს ბელანჟე
(ჟაკ ფრანსუა გამბა, მოგზაურობა სამხრეთ რუსეთში, კერძოდ, ამიერკავკასიაში, რომელიც განახორციელა 1820-1824 წლებში შევალიე გამბამ, მეფის კონსულმა თბილისში, I, ფრანგულიდან თარგმნა, კომენტარები დაურთო მზია მგალობლიშვილმა, თბილისი, „განათლება“, 1987, 5-7).
(1805-1881)
1825 წლის მარტის ბოლოს საქართველოში ჩამოვიდნენ პონდიშერის[1] გენერალური გუბერნატორი გრაფი ეჟენ პანონ დებასან დე რიშმონი (1800-1859) და შარლ-პაულუს ბელანჟე (1805-1881) – პონდიშერის ბოტანიკური ბაღის დირექტორი. გრაფს საქართველოს ჩართვით საფრანგეთისთვის ირანსა და ინდოეთთან ვაჭრობის სარგებლობის შესწავლა და ამ საკითხზე ჟაკ-ფრანსუა გამბას[2] მიერ წარდგენილი პროექტის შეფასება ევალებოდა. ბელანჟეს კი კავკასიასა და აზიის ქვეყნებში ეთნოგრაფიული ხასიათის მასალა და ძვირფასი საბუნებისმეტყველო კოლექცია უნდა შეეგროვებინა. ბელანჟეს თხზულებაში „მოგზაურობა აღმოსავლეთ ინდოეთში, ჩრდილოეთ ევროპის, კავკასიის პროვინციების, საქართველოს, სომხეთის და სპარსეთის გავლით“ არის საინტერესო ცნობები თბილისისა და მისი მოსახლეობის შესახებ.
Charles Bélanger. Voyage aux Indes Orientales, par le Nord de l’Europe, les provinces du Caucase, la Géorgie, l’Arménie et la Perse, suivi de détails topographiques, statistiques et autres sur le Pégou, les îles de Java, de Maurice et de Bourbon, sur le cap de Bonne-Espérance et Sainte Hélène pendant les années 1825, 1826, 1827, 1828 et 1829, I-VIII, 8 et 3 atlas grands. Paris, 1836-1846. Historique. II, Paris, 1838
[1] პონდიშერი – ინდოეთის მოკავშირე ტერიტორია, მდებარე მის სამხრეთ-აღმოსავლეთში. ფრანგებმა იქ 1674 წელს დააარსეს კოლონია, რომელიც შემდეგ ხან ინგლისელების, ხან კი ჰოლანდიელების ხელში იყო. 1814 წელს, ნაპოლეონის ომების შემდეგ, ის საფრანგეთმა დაიბრუნა და იქ თავისი კოლონია აღადგინა. 1954 წელს ის ინდოეთს გადაეცა სამართავად.
[2] ჟაკ-ფრანსუა გამბა (1763-1833) – 1820-1824 წლებში საფრანგეთის კონსული თბილისში. ბურბონთა რესტავრაციის შემდეგ გამბამ (1815) შეადგინა და მთავრობას წარუდგინა ინდოეთთან ვაჭრობის გაუმჯობესების პროექტი, რომელიც კავკასიაზე გამავალი სატრანზიტო გზის გამოყენებას ითვალისწინებდა. ამ პროექტმა დააინტერესა ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მინისტრი რიშელიე. მისი წინადადებით 1817-1818 და 1819-1824 წლებში გამბამ იმოგზაურა სამხრეთ რუსეთსა და საქართველოში, რომელიც მისი აზრით, შეიძლება გამხდარიყო ევროპა-აზიის ვაჭრობის მთავარი სატრანზიტო ღერძი
ჟან-შარლ დე ბესი
Jean-Charles de Besse. Voyage en Crimée au Cavcase, en Géorgie, en Arménie, en Asie-Mineure, et à Constantinople, en 1829-1830. Pour servir à histoire de Hongrie, par Jean-Charles de Besse. Ouvrage orné de cinq planches lithographées. Paris, 1838
(1765-1841)
გაფრანგებული უნგრელი დიდგვაროვანი, ლინგვისტი, ეთნოგრაფი და პოლიგლოტი უნგრული მიგრაციის კვალის ძიებაში 1830 წელს საქართველოშიც ჩამოვიდა. თბილისში იგი 1830 წლის 28 მაისიდან 2 ივნისამდე გაჩერდა. სხვა ცნობათა შორის გვაწვდის ცნობებს თბილისის მოსახლეობისა და გერმანული კოლონიების შესახებ თავის თხზულებაში „მოგზაურობა ყირიმში, კავკასიაში, საქართველოში, სომხეთში, მცირე აზიაში, კონსტანტინოპოლში 1828-29 წლებში“.
ლუი-ოგიუსტ-ფელიქს დე ბოჟური
Louis-Auguste-Félix de Beaujour. Voyage militaire dans l’Empire othoman, ou Description de ses frontières et de ses principales défenses, soit naturelles, soit artificielles… par le baron Félix de Beaujour. T. II, Chez Firmin Didot Frères, Paris, 1829
(1765-1836)
ლუი-ოგიუსტ-ფელიქს დე ბოჟურის, ფრანგი დიპლომატის, პოლიტიკური მოღვაწისა და ისტორიკოსის თხზულებაში „სამხედრო მოგზაურობა ოსმალეთის იმპერიაში…“ განხილულია ის გზები, რომლებიც კვეთენ ან გარშემო უვლიან კავკასიას შავი ზღვის სანაპიროს, მტკვრისა და არაქსის მიმართულებით, აგრეთვე ვრცელი ექსკურსები ქვეყნის შიგნით (ჩერქეზეთი, საქართველო, დაღესტანი), რაც გვაძლევს თითქმის მთელი კავკასიის სტრატეგიულ და გეოგრაფიულ აღწერას. თხზულებაში დახასიათებულ მრავალ ქალაქს შორის არის ცნობები თბილისისა და მისი მოსახლეობის შესახებ.
ივან გოლოვინი
Ivan Golovin, The Caucasus by Ivan Golovin. London, Trübner & Co., 1854
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამსახურში მყოფი რუსი თავადი, ივან გოლოვინი, 1843 წელს ევროპაში გადასახლდა და თავის ნაწერებში ნიკოლოზ I-ის ცარისტულ რეჟიმს აკრიტიკებდა. მის თხზულებაში „კავკასია“ არის ცნობები გერმანული კოლონიებისა და თბილისის მოსახლეობის შესახებ.
ჯორჯ ლეიტონ დისტონი
George Leighton Diston, Circassia; A tour to the Caucasus. New-York. Stringer & Townsend, 1850
ამერიკელმა მოგზაურმა ჯორჯ დისტონმა რუსეთში 1847-1848 წლებში იმოგზაურა. მისი თხზულება „ჩერქეზეთი. მოგზაურობა კავკასიაში“ იმით არის განსაკუთრებული, რომ ის პირველი ამერიკელი იყო, რომელიც რუსეთის მიერ ჩერქეზეთის დაპყრობის შემდეგ კავკასიონის გავლით 1848 წლის დეკემბერში ჩამოვიდა საქართველოში. მის თხზულებაში არის მეტად საინტერესო ცნობები თბილისის მაღალი საზოგადოების, მოხელეებისა და მიხეილ ვორონცოვის მმართველობის დროს (1844-1854) მის კარზე მყოფი უცხოელების შესახებ.
ორესტ სტეფანეს ძე ევეცკი
Орест Евецкий, Статистическое описание Закавказского края, с присовокуплением статьи: Политическое состояние Закавказского края на исходе XVIII века и сравнение оного с нынешним, В 2 ч., Санкт-Петербург: тип. Штаба Отд. корпуса внутр. стражи, 1835
(1805-?)
რუსი სტატისტიკოსი, რუსი ფოლკლორისტი, ეთნოგრაფი, მწერალი, პუბლიცისტი, XIX საუკუნის ისტორიის მკვლევარი, საიდუმლო მრჩეველი. რუსეთის მთავრობის დავალებით შეადგინა ამიერკავკასიის რეგიონის სტატისტიკური აღწერა, რომელიც 1835 წელს გამოსცეს.
სეიდ მოჰამად რეზა თაბათაბაი თაბრიზი
Hedāyat al-Hojjāj, Safar-nāme-ye Makke, ta’līf: Mohammad Rezā Tabātabā’ī Tabrīzī, be kūshesh-e Rasūl Ja‘farīyān, Qum, 1386/2007.
(1879)
მოჰამად რეზა თაბათაბაი თაბრიზი თავრიზელი შეიხიტების (შიიტური სექტა) წევრი იყო და 1879 წელს ამ ჯგუფთან ერთად იმოგზაურა მექაში. მოგზაურობის შთაბეჭდილებები მან აღწერა თხზულებაში „პილიგრიმთა საჩუქარი“, რომელიც ამ ჟანრის თხზულებებს შორის ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება.
ჰოვანეს თუმანიანი
Հովհաննես Թումանյան. Երկերի լիակատար Ժողովածու Տաս հատորով. Հ.7, Երեւան, 1995 (ჰ. თუმანიანი. თხზულებათა სრული კრებული ათტომეული. ტ. 7. ერევანი, 1995).
(1869-1923)
სომეხი მწერალი და საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა თბილისის ნერსესიანის სემინარიაში. შემდეგ, XIX საუკუნის მიწურულს, მოღვაწეობდა თბილისში. მის ნაწარმოებებში ასახულია თბილისელი სომეხი და ქართველი ხალხის ზნე-ჩვეულებები. მისი ნაწარმოები ქართულად თარგმნა ი. გრიშაშვილმა: ოვ. თუმანიანი, რჩეული ნაწარმოები, თბ., 1924.
Հովհաննես Թումանյան. Ստեղծագործությունների ժողովածու չորս հատորով. Հ.4, Քննադատություն, լրագրություն, նամակներ. Երեւան, 1969 (ჰ. თუმანიანი. ოთხტომეული. ტ. 4. კრიტიკა, პუბლიცისტიკა, წერილები. ერევანი, 1969)
სერ ჯონ მაკდონალდ-კინეირი
A Geographical Memoir of the Persian Empire, Accompanied by a Map. By John Macdonald Kinneir, Political Assistant to Brigadier General Sir John Malcolm, in His Mission to The Court of Persia, London, J. Murray, 1813.
(1782-1830)
აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიის შოტლანდიის არმიის ოფიცერი, დიპლომატი და მოგზაური, იყო 1808–1809 წლებში ირანში სერ ჯონ მალკოლმის მისიის წევრი. ამავე პერიოდში ის დროებით აგენტის მოვალეობას ასრულებდა ბუშეჰრში და ბევრს მოგზაურობდა. მის თხზულებაში „გეოგრაფიული მემუარი სპარსეთის იმპერიის შესახებ“ არის ცნობები თბილისის მოსახლეობის შესახებ.
იულიუს ფონ კლაპროთი
Klaproth, J., Voyage au Mont Caucase et en Géorgie par M. Jules Klaproth, professeur royal des langues et de la littérature asiatique et membre du conseil de la Société asiatique de Paris, Librairie de Charles Gosselin, II, Paris, 1823
(1783-1835)
გერმანელი ლინგვისტ-ორიენტალისტი. 1804 წელს მიიწვია რუსეთის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიამ კავკასიაში ფილოლოგიური, ეთნოგრაფიული და ისტორიული კვლევების ჩასატარებლად. 1807-09 წლებში იმყოფებოდა კავკასიაში, აქედან ექვსი თვე გაატარა საქართველოში. 1808 წლის 13 იანვარს ჩავიდა თბილისში. კლაპროთის თხზულებაში “მოგზაურობა კავკასიის მთასა და საქართველოში“ და დაცულია საინტერესო მონაცემები თბილისის მოსახლეობის შემადგენლობისა და რაოდენობის შესახებ.
ბარონი ფედორ ფედორის ძე კორფი
Корф, Воспоминание о Персии 1834-1835. Барона Феодора Корфа, Санкт-Петербургъ, въ Гуттенберговой типографiи, 1838
(1801-1853)
რუსი პროზაიკოსი, დრამატურგი და ჟურნალისტი; „რუსი ინვალიდის“ რედაქტორი. 1834-1835 წლებში იგი რუსეთის ელჩი იყო ირანში. მისი ცნობები თბილისისა და მისი მოსახლეობის შესახებ სწორედ ამ მოგზაურობის დროს იყო მიღებული („მოგონებები სპარსეთზე, 1834-1835“).
რობერტ ლაიალი
Robert Lyall, Travels in Russia, the Krimea, the Caucasus, and Georgia, Volume 1, London, Printed for T. Cadell, in the Strand & W. Blackwood, Edinburgh, 1825
(1790-1831)
შოტლანდიელი ბოტანიკოსი რობერტ ლაიალი თბილისში ვლადიკავკაზიდან სამხედრო გზით 1822 წლის 22 ივნისს ჩამოვიდა და 2 აგვისტოს იმავე გზით დაბრუნდა რუსეთში. მოგზაური თავის თხზულებაში „მოგზაურობა რუსეთში, ყირიმში, კავკასიასა და საქართველოში“ დაწვრილებით აღწერს განვლილ მარშრუტს და გვაწვდის ცნობებს იმ პირების შესახებ, რომლებსაც თბილისში შეხვდა.
თომას ლამსდენი
A Journey from Merut in India, to London; Through Arabia, Persia, Armenia, Georgia, Russia, Austria, Switzerland, and France, During the Years 1819 and 1820, with a Map and Itinerary of the Route. By Lieutenant Thomas Lumsden, of the Bregal Horse Artillery. London, Black, Kingsbury, Parbury & Allen 1822
ბენგალის ცხენოსანი არტილერიის ლეიტენანტი, ინგლისელი თომას ლამსდენი თავის ძმასთან, ორიენტალისტ მეთიუ ლამსდენთან და ლეიტენანტ კამერონთან ერთად, ირანის გავლით ჩამოვიდა საქართველოში. მოგზაურები თბილისში 1820 წლის 27 ივლისიდან 1 აგვისტომდე იყვნენ და შემდეგ საქართველოს სამხედრო გზითა და ვლადიკავკაზის გავლით ევროპისკენ გაემგზავრნენ. ლამსდენი თავის თხზულებაში „მოგზაურობა ინდოეთში მდებარე მერუტიდან ლონდონისკენ: არაბეთის, სპარსეთის, სომხეთის, რუსეთის… გავლით 1819-1820 წლებში“ დაწვრილებით აღწერს განვლილ მარშრუტს და გვაწვდის საინტერესო ცნობებს იმ პირების შესახებ, რომლებსაც თბილისში შეხვდა.
ვიქტორ ლეტელიე
Letellier P. Victor. Voyage et itinéraire à Constantinople, chez les Lazzes en Géorgie, dans une partie de la Perse et de la Russie. De 1826-a 1833, par P. Victor Letellier, Membre de la Société asiatique de Paris, ex-chancelier et gérant du Consulat de France à Tiflis. Paris, Chez Arthus Bertrand, Editeur, 1840, I.
1820-1824 წლებში თბილისში ჟაკ-ფრანსუა გამბას კონსულობის დროს ვიქტორ ლეტელიე საფრანგეთის საკონსულოს მდივანი, 1826-1832 წლებში კი საქართველოში საფრანგეთის საკონსულოს კანცლერი იყო. მისი მოხსენებითი ბარათები საქართველოსა და ირანში საფრანგეთის პოლიტიკური ინტერესების შესახებ საფრანგეთის არქივებშია დაცული. წინამდებარე თხზულებაში „მოგზაურობა და გზა კონსტანტინოპოლისკენ, ლაზებთან საქართველოში, სპარსეთისა და რუსეთის ერთ ნაწილში, 12826-დან 1833 წლამდე“ ვიქტორ ლეტელიე აღნიშნავს საქართველოში, კერძოდ თბილისში თავისი სამსახურის სირთულეს თავისივე თანამემამულეების გამო.
ზეინ ალ-აბედინ მარაყაი
Zeyn al-‘Ābedīn Marāgha’ī, Siyāhat-nāme-ye Ebrāhīm Bīg yā balā-ye ta‘assob-e ū, be kūshesh-e Mohammad ‘Alī Sepānlū, Tehran, 1364/1985.
(1838-1910)
ზეინ ალ-აბედინ მარაყაი (1838-1910) დაიბადა ირანის აზერბაიჯანის სოფელ მარაყაში შეძლებული ვაჭრის ოჯახში. განათლების მიღების შემდეგ, მან მამის საქმე გააგრძელა და თავადაც ვაჭრობა დაიწყო. საქმიანობიდან გამომდინარე იგი ბევრს მოგზაურობდა და თითქმის ოცი წელი იცხოვრა რუსეთის იმპერიაში, ჯერ საქართველოში და მერე ყირიმში. სიცოცხლის ბოლოს მარაყაიმ დაწერა ნახევრად-მემუარული თხზულება „ებრაჰიმ ბეგის მოგზაურობის დღიური“, რომელშიც ირანსა და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრები ირანელი ხალხის მძიმე ყოფა აღწერა.
მაჯდ ას-სალთანე
მაჯდ-ოს-სალტანე, ქალაქ თბილისის აღწერა, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, თარგმანი და კომენტარები დაურთო მ. მამაცაშვილმა, თბილისი, 1971
(1894)
გენერალი ჯემშიდ ხან აფშარ ორუმი, ცნობილი ლაყაბით მაჯდ ას-სალთანე, XIX-XX საუკუნეების მიჯნის ირანის ცნობილი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე იყო. გარდა სახელმწიფო სამსახურისა, იგი გატაცებული იყო ლიტერატურით, ისტორიით, ასევე ისლამური ხელნაწერებისა და სახვითი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების შეგროვებით. აღსანიშნავია, რომ მისი კოლექციის დიდი ნაწილი ამჟამად თბილისში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება.
მაჯდ ას-სალთანემ თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდები თბილისში გაატარა. პირველად ის აქ 1894 წელს სამკურნალოდ ჩამოვიდა და 50 დღე დაჰყო. მეორე სტუმრობა უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდა – გენერალი თბილისს 1903 წელს ეწვია, რათა შვილებისთვის ევროპული განათლება მიეცა, მესამედ კი – 1910-იანი წლების პირველ ნახევარში ჩამოვიდა. თბილისში 1894 წლის ვიზიტია აღწერილი მის მემუარულ თხზულებაში „მოგზაურობა“, რომლის ერთადერთი ხელნაწერი საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული.
ნასერ ად-დინ შაჰი
Rūz-nāme-ye khāterāt-e Nāser ad-Dīn Shāh dar safar-e sevvom-e Farangestān, be kūshesh-e Mohammad Esmā’īl Rezvānī va Fāteme Qāzīhā, 3 jeld, Tehran, 1373/1994 – 1378/1999.
(1873, (1889)
ნასერ ად-დინ შაჰ ყაჯარი ირანს 1848-1896 წლებში განაგებდა. მისი მეფობა დასავლურ ცივილიზაციასთან დაახლოების მცდელობებით აღინიშნა. იგი ბევრს მოგზაურობდა და ამის გამო „მოგზაური შაჰი“ („შაჰ-ე საიიაჰ“) შეარქვეს. ნასერ ად-დინ შაჰმა სამჯერ (1873, 1878 და 1889 წლებში) იმოგზაურა ევროპაში და შთაბეჭდილებები თავად აღწერა მოგზაურობის წიგნებში, რომლებიც ნასერ ად-დინ შაჰის ევროპაში მოგზაურობის მოგონებების დღიურებით არის ცნობილი.
Rūz-nāme-ye khāterāt-e Nāser ad-Dīn Shāh dar safar-e avval-e Farangestān, be kūshesh-e Fāteme Qāzīhā, Tehran, 1377/1998.
სერ რობერტ კერ პორტერი
Sir Robert Ker Porter, Travels in Georgia, Persia, Armenia, Ancient Babylonia During the Years 1817, 1818, 1819 and 1820, by Sir Robert Ker Porter, vol. I, London, Printed for Longman, Hurst, Rees, Orme, and Brown, 1821
(1777-1842)
ინგლისელი მხატვარი, მოგზაური, მწერალი და დიპლომატი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა რუსეთში. იგი 1817 წლის 12 ოქტომბერს ჩავიდა თბილისში და იქ დაახლოებით ერთი თვე დაყო. ნოემბრის შუა რიცხვებში იგი თბილისიდან ირანისკენ გაემგზავრა. მის თხზულებაში „მოგზაურობები საქართველოში, სპარსეთში, სომხეთში, ძველ ბაბილონიაში 1817-1820 წლებში“ მოცემულია საინტერესო ცნობები და მოსაზრებებს ის მოსახლეობის შესახებ.
ბერნარ ეჟენ ანტუან როტიე
Bernard Eugène Antoine Rottiers. – Itinéraire de Tiflis à Constantinople, par le Colonel Rottiers, commandeur, chevalier de différens ordres, membre de plusieurs académies, etc., Bruxelles, Chez Frechet, 1829
(1771-1858)
ბელგიელი როიალისტი ოფიცერი, რუსეთის არმიის პოლკოვნიკი. 1808-1818 წლებში რუსეთის ჯარში, კავკასიაში მსახურობდა, 1811 წელს კი იგი საქართველოში, გენერალ ორბელიანის[1] დაქვემდებარებაში მყოფი მე-20-ე დივიზიის შტაბის უფროსად დანიშნეს. პოლკოვნიკ როტიეს საქართველოში ჩასვლის მიზანი ნაკლებად ცნობილი მხარეების გაცნობა იყო. 1818 წელს იგი სამხედრო სამსახურიდან გადადგა იმავე წლის მაისში ოჯახთან ერთად თბილისიდან დასავლეთ საქართველოს გავლით და შავი ზღვის გაყოლებით კონსტანტინოპოლში, იქიდან კი სამშობლოში გაემგზავრა. მის თხზულებაში „გზა თბილისიდან კონსტანტინოპოლისკენ“ მოცემულია ცნობა სომხების დახასიათება და ინფორმაცია თბილისში მყოფი უცხოელების შესახებ.
[1] იგულისხმება გენერალ-ლეიტენანტი დიმიტრი ორბელიანი (1763-1827), კავკასიის ომების გმირი, რომელიც 1811 წლის 24 აგვისტოს დანიშნულ იქნა მე-20-ე ფეხოსანი დივიზიის მეათურად.
მირზა სალეჰ შირაზი
Mīrzā Sāleh Shīrāzī, Safar-nāme, bā motāle‘e va hamkārī va moqaddame-ye Esmā‘īl Rā’yīn, Tehran
(1815)
მირზა სალეჰ შირაზი იყო ფათჰალი შაჰის დიდმოხელე, შაჰის პირადი თარჯიმანი და საგარეო საქმეთა მრჩეველი, „თეირანის მინისტრი“ და ირანის ელჩი ინგლისში. მან განათლება ლონდონში მიიღო და იქ გატარებული 4 წელი, ასევე ირანიდან ინგლისამდე მოგზაურობის შთაბეჭდილებები აღწერა თავის „მოგზაურობის წიგნში“. საქართველო მან 1815 წელს ინგლისის გზაზე გაიარა, აქ მხოლოდ 17 დღე დაჰყო და მოკლედ აღწერა საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, ბუნება, ისტორია და მოსახლეობა.
, 1347/1968, 64-69.
სეიფ ად-დოულე
Seyf ad-Doule Soltān Mohammad, Safar-nāme-ye Seyf ma‘rūf be Safar-nāme-ye Makke, wignSi: Panjāh safar-nāme-ye hājj-e Qājārī, j. 2, 42-56.
(1863)
სოლთან მოჰამად მირზა სეიფ ად-დოულე ფათჰალი შაჰის 38-ე ვაჟი იყო და ისფაჰანის გუბერნატორის თანამდებობა ეკავა. 1863 წელს მან მექაში იმოგზაურა და გზად საქართველოც გაიარა. ამ მოგზაურობის შთაბეჭდილებები ასახულია მის თხზულებაში „სეიფის მოგზაურობის წიგნი, ცნობილი სახელით მექაში მოგზაურობის წიგნი“.
სეიფ ალ-მოლქი
Safar-nāme-ye Seyf al-Molk be Rūsīye (Sharh-e sefārat-e Mīrzā ‘Abbāsqolī Khān Nūrī Seyf al-Molk be Rūsīye), be qalam-e Mīrzā Habībollāh Afshār Qazvīnī, be ehtemām-e Mohammad Golbon, Tehran
(1855)
მირზა აბას ყოლი ხან ნური, ცნობილი ლაყაბით სეიფ ალ-მოლქი, ირანელი სამხედრო დიდმოხელე იყო და ბრიგადის გენერლის (მირფანჯის) თანამდებობა ეკავა. იგი ხელმძღვანელობდა ნასერ ად-დინ შაჰის მიერ 1855-56 წლებში რუსეთში წარგზავნილ დიპლომატიურ მისიას და ამ მისიის ფარგლებში ეწვია საქართველოსაც. ამ ვიზიტის შთაბეჭდილებები მისიის მდივანმა მირზა ჰაბიბოლაჰ აფშარ ყაზვინიმ აღწერა თხზულებაში „სეიფ ალ-მოლქის რუსეთში მოგზაურობის წიგნი (მირზა აბას ყოლი ხან ნური სეიფ ალ-მოლქის რუსეთში ელჩობის აღწერა“.
, 1380/2001, 61-67; 161-167.
შარლ დე სენ-ჟულიენი
Charles de Saint-Julien, Voyage pittoresque en Russie, suivi d’un voyage et en Sibérie par M. R. Bourdier. Illustrations de MM. Rouatgue, Outwaith et Kernot. Paris, Belin-Leprieur et Morizot, Editeurs, 1854
(1802-1869)
ფრანგმა ლიტერატორმა და ჟურნალისტმა, შარლ დე სენ-ჟულიენმა (1802-1869) 1852 წელს იმოგზაურა ვოლგაზე, ჩრდილოეთ კავკასიაში, ყირიმში, უკრაინასა და არხანგელსკში. იგი თვითონ ვერ ჩავიდა თბილისში, მაგრამ ამ ქალაქის შესახებ ცნობების მიწოდება სთხოვა მაღალი წრის რუს ქალბატონს, ოლგა დე…-ს. მან კი ჟურნალისტს ის ცნობები მიაწოდა, რომლებიც „თავისი ქვეყნის ისტორიის შესანიშნავად მცოდნე ხანდაზმული ქართველი თავადისგან“ შეიტყო. მის თხზულებაში „წარმტაცი მოგზაურობა რუსეთში, გაგრძელებეული ციმბირში მოგზაურობით“ შეტანილ წერილში მოცემულია რამდენიმე ცნობა საქართველოს ისტორიიდან, აღწერილია ტფილისი და იქ მაღალი საზოგადოების ცხოვრების დეტალები.
კონსტან-ლუი-ალექსანდრ დე სიუზანე
Comte de Suzannet. Les provinces du Caucase sous la domination russe. Revue des Deux Mondes, 4ème série, tome 26, 1841
(1814-1862)
ძველი ფრანგული არისტოკრატიული ოჯახის წარმომადგენელი და შემდგომში საფრანგეთის პოლიტიკური მოღვაწე. მისი მოგზაურობის მიზანი კავკასიაში მიმდინარე მოვლენების ადგილზე გაცნობა იყო. თავის თხზულებაში „კავკასიის პროვინციები რუსეთის დომინირების ქვეშ“ სხვა საინტერესო ცნობებს შორის, სუზანე გვაწვდის ცნობას თბილისის მაღალი საზოგადოებისა და რუსეთის მთავრობის დამოკიდებულების შესახებ კათოლიკური რელიგიის მიმართ.
რენე გასპარ ერნესტ ტაილანდიე
Saint-René Taillandier. La Guerre du Caucase – Le prince Woronzoff et le prophète Shamyl. Revue des Deux Mondes, 2e série de la nouv. période, tome 4, 1853 (p. 409-448)
(1817–1879)
რენე გასპარ ერნესტ ტაილანდიე, ცნობილი როგორც „სენ-რენე ტაილანდიე“, ფრანგი ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე და პოლიტიკოსი, 1843 წლიდან „Revue des deux Mondes“-ის ერთ-ერთი ყველაზე გულმოდგინე ავტორი იყო, რომელშიც სხვადასხვა კვლევების სერიას აქვეყნებდა ისტორიაში, ფილოსოფიასა და პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. მათ შორისაა „კავკასიის ომი – პრინცი ვორინცოვი და მოციქული შამილი“. 1850 წლის დეკემბერში დაჯილდოვდა საპატიო ლეგიონის ორდენით.
გრიგორ ტერ-ჰოვანესიანი, იგივე მურაცანი
Մուրացան „Երկերի Ժողովածու“ Յոթ հատորով, Հ.3, Երևան 1963 թ. (მურაცანი „თხზულებათა კრებული“ შვიდტომეული. ტ.3, ერევანი, 1963)
(1854-1908)
სომეხი მწერალი. 1878 წ. ჩამოვიდა ტფილისში, ბუღალტერია შეისწავლა და მუშაობა დაიწყო ტფილისის ერთ-ერთ სავაჭრო სახლში. მწერალი სიცოცხლის ბოლომდე ტფილისში ცხოვრობდა.
ჟიულ-შარლ ტეული
Jules Charles Teule. Pensées et notes critiques. Extraites du journal des mes voyages dans l’empire du sultan de Constantinople, dans les provinces russes, géorgiennes et tartares du Caucase et dans le royaume de Perse. Arthus Bertrand, Librairie-Editeur, I-II, Paris, 1841
(1802-1869)
1840 წლის ზაფხულში საქართველოში იმოგზაურა ფრანგმა ექიმმა,მედიცინის დოქტორმა ჟიულ-შარლ ტეულმა (1802-1869). თავისი თხზულების „ფიქრები და კრიტიკული შენიშვნები. ამონარიდები ჩემი მოგზაურობების დღიურიდან კონსტანტინოპოლის სულტნის იმპერიაში კავკასიის რუსულ, ქართულ და თარულ პროვინციებში და სპარსეთის სამეფოში“ წინასიტყვაობაში იგი წერს, რომ აზიაში მოგზაურობისკენ მას 1833 წელს ცოლისა და ვაჟის გარდაცვალებით გამოწვეულმა დიდმა მწუხარებამ და ემოციურმა განცდებმა უბიძგა. მოგზაური განსაკუთრებულ ყურადღებას ტფილისსა და მის საქალაქო ცხოვრებაზე ამახვილებს.
კამილ-ალფონს ტრეზელი
Camille Alphonse Trézel, Notice sur la Géorgia. – Château de Vincennes, Service historique de l’armée de Terre, n°1486, 1M, Russie jusqu’en 1811, fol. 1-41.
(1780–1860)
ფრანგი ლეიტენანტი კამილ-ალფონს ტრეზელი ირანში მყოფ საფრანგეთის მისიის სხვა წევრებთან ერთად, თავრიზიდან 1809 წლის 17 აპრილს გამოემგზავრა, თბილისში 15 მაისს ჩავიდა და მაისის ბოლოს აღნიშნულ მისიასთან ერთად საქართველოს სამხედრო გზით, რუსეთის გავლით საფრანგეთისკენ გაემგზავრა. ტრეზელის მოხსენებით ბარათში დაცული ცნობები თბილისისა და მისი მოსახლეობის შესახებ ამ საკითხზე ფრანგი მოგზაურის პირველი ინფორმაციაა.
მირზა მოჰამად ჰოსეინ ფარაჰანი
Mohammad Hoseyn Farāhānī, “Safar-nāme-ye Makke”, wignSi: Panjāh safar-nāme-ye hajj-e Qājārī, j. 5, 7-292.
(1885)
მირზა მოჰამად ჰოსეინ ფარაჰანი (1847-1912), ცნობილი ლიტერატურული ფსევდონიმით გოლბონი, ნასერ ად-დინ შაჰის მოხელე და თავისი დროის ცნობილი მწერალი იყო. იგი ორჯერ იყო ინდოეთში დიპლომატიური მისიით და ორჯერ მოილოცა მექა. შაჰის ბრძანებით, მან მეორე მოგზაურობის შთაბეჭდილებები აღწერა „მექაში მოგზაურობის წიგნში“, რომელიც ავტორის კალიგრაფიული ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშია და რომლისთვისაც მას მიენიჭა „კალიგრაფების მეფის“ („მალექ ალ-ქათაბ“) ტიტული.
ვილჰელმ ფონ ფრეიგანგი
Freygangs. Lettres sur le Caucase et la Géorgie
(1783-1849)
1811 წლის ნოემბერში, თბილისში და შემდეგ ირანში მივლინებულ იქნა რუსი დიპლომატი, ვილჰელმ ფონ ფრეიგანგი, რომელსაც თან ახლდნენ მეუღლე, ავსტრიის ქვეშევრდომის, ვენაში რუსეთის საელჩოს თარჯიმნის – ათანასე კუდრიავსკის ქალიშვილი ფრედერიკა-ელენა (1790-1863), რომელმაც დაგვიტოვა საინტერესო ცნობები თბილისის მოსახლეობის, მათი ადათ-წესებისა და ქალაქში მყოფი უცხოელების შესახებ (წერილები კავკასიის და საქართველოს შესახებ).
, suivies d’une relation d’un voyage en Perse, en 1812. Hambourg: Chez Treutter & Wurtz, 1816
მერი ლიანორა შაილი
Lady Mary Leonora Sheil, Glimpses of Life and Manners in Persia. With Notes on Russia, Koords, Toorkomans, Nestorians, Khiva, and Persia. With Illustrations. London, John Murray, Albemarle Street, 1856
1849 წელს, ირანში მიმავალი ინგლისის ელჩი, გენერალი სერ ჯასტინ შაილი და მისი მეუღლე, ლედი მერი ლიანორა შაილი, ტფილისში ტრანზიტით იმყოფებოდნენ. ცნობები თბილისისა და მისი მოსახლეობის შესახებ დაცულია ინგლისელი ლედის საინტერესო თხზულებაში „თვალის შევლება სპარსეთის ცხოვრებასა და ჩვეულებებზე. შენიშვნებით რუსეთის, ქურთების, ნესტორიანების, თურქმანების, ხივას და სპარსეთის შესახებ“.
მირზა აბუ’ლ-ჰასან ხან შირაზი ილჩი
Safar-nāme-ye Mīrzā Abu’l-Hasan Khān Shīrāzī Īlchī be Rūsīye, be qalam-e Mīrzā Mohammad Hādī ‘Alavī Shīrāzī, be kūshesh-e Mohammad Golbon, Tehran, 1357/1978, 19-53.
(1814)
მირზა აბუ’ლ-ჰასან ხან შირაზი (1776-1846), ცნობილი ლაყაბით „ილჩი“ („საჰიბი ილჩი“) იყო ფათჰალი შაჰის კარის დიდმოხელე, ირანის ელჩი ინგლისში (1809-10 წწ.), ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი. 1814-15 წლებში იგი ხელმძღვანელობდა დიპლომატიურ მისიას რუსეთის იმპერიაში და თავისი შთაბეჭდილებები აღწერა „რუსეთში მოგზაურობის წიგნში“. წიგნის პირველი ნაწილი თეირანიდან თბილისამდე მოგზაურობისა და აქ გატარებული რვა თვის შთაბეჭდილებებს ასახავს და XIX საუკუნის დასაწყისის საქართველოს, განსაკუთრებით კი, თბილისის ცოცხალ სურათს იძლევა.
ჯონ ჯონსონი
John Johnson, Lieutenant Colonel. A Journey from India to England, Through Persia, Georgia, Russia, Poland, and Prussia, in the Year 1817. By Lieut. Col. John Johnson, C.B. London, printed for Longman, hurst, Rees, Orme, and Brown, 1818
ინგლისელი ვიცე-პოლკოვნიკი, ბომბეის შტაბის უფროსი ჯონ ჯონსონი, 1817 წლის თებერვალში კაპიტან სალტერთან ერთად ინდოეთიდან სამხრეთ ირანის გავლით გაემგზავრა კავკასიისკენ, რადგან ნაპოლეონის ეპოქის დასრულების შემდეგ ევროპაში ჩასასვლელად ამ გზის მოხერხებულობის გარკვევა სურდა. თბილისში ის 1817 წლის 9-13 ივლისს იმყოფებოდა და შემდეგ საქართველოს სამხედრო გზით, რუსეთზე გავლით გაემგზავრა ევროპისკენ. მის თხზულებაში „მოგზაურობა ინდოეთიდან ინგლისში სპარსეთის, საქართველოს, რუსეთის, პოლონეთის და პრუსიის გავლით 1817 წელს“ მოცემულ მრავალმხრივ საინტერესო მონაცემებს შორის არის ცნობები თბილისში შემხვედრი სხვადასხვა ეროვნების პირების შესახებ.
სოლთან მორად მირზა ჰოსამ ას-სალთანე
Hosām as-Saltane, “Safar-nāme-ye Makke”, წიგნში: Panjāh safar-nāme-ye hajj-e Qājārī, j. 4, 17-332.
(1881)
სოლთან მორად მირზა, ცნობილი ლაყაბით ჰოსამ ას-სალთანე, ფათჰალი შაჰის შვილიშვილი და ტახტის მემკვიდრე-უფლისწულის აბას მირზას ვაჟი იყო. მან მთელი ცხოვრება მოჰამად შაჰისა და ნასერ ად-დინ შაჰის სამსახურში გაატარა და სხვადასხვა წლებში ხორასნის, ფარსის, იაზდისა და ისფაჰანის გუბერნატორი იყო. 1880-81 წლებში ჰოსამ ას-სალთანემ იმოგზაურა მექაში, გზად საქართველოც გაიარა და მოგზაურობის შთაბეჭდილებები აღწერა თხზულებაში „მექაში მოგზაურობის წიგნი“.
ალი ჯავაჰერ ქალამი
ალი ჯავაჰერ ქალამი – მოგონებები
(1896-1976)
ალი ჯავაჰერ ქალამი (1896-1976) ცნობილი ირანელი მწერალი, მთარგმნელი და პუბლიცისტი იყო.
არმან პიერ დე შოლე
Armand Pierre de Cholet. Excursion en Turkestan et sur la frontière russo-afghane par le comte de Cholet, Paris, E. Plon, Nourrit & Cie, Imprimeurs- Éditeurs, 1889
ექსკურისა თურქესტანსა და რუსეთ-ავღანეთის საზღვარზე
ფრანგი სამხედრო პირი, მწერალი და მოგზაური, გრაფი არმან პიერ დე შოლე (1864-1924) იმიერკასპიის ოლქში გასამგზავრებლად 1888 წლის შემოდგომაზე ეწვია თბილისს. ამგვარად, მისთვის ისევე, როგორც ედგარ ბულანჟიეს, ედმონ კოტოსა და ნაპოლეონ ნეისთვის, საქართველო შუა აზიისკენ მიმავალი სატრანზიტო დერეფანი იყო. სხვა ცნობებს შორის, გრაფი დე შოლე გვაწვდის ცნობებს თბილისის მაღალი საზოგადოების შესახებ.
აჰმად ქასრავი
აჰმად ქასრავი – ჩემი წუთისოფელი
(1890-1946)
აჰმად ქასრავი თაბრიზი (1890-1946) ცნობილი ირანელი თეოლოგი, ლინგვისტი, ისტორიკოსი და რეფორმატორი იყო
ედმონ კოტო
Edmond Cotteau, Voyage au Caucase et en Transcaspienne. Bulletin de la société de Géographie commerciale de Paris, X, 1887/1888, Paris, Au Siége de la Société, 1888
(1833-1896)
მოგზაურობა კავკასიასა და ტრანსკასპიისპირეთში
1887 წელს თბილისში ჩამოვიდა ფრანგი ჟურნალისტი და ფოტოგრაფი, საფრანგეთის საიდუმლო სამსახურის აგენტი, ედმონ კოტო (1833-1896), რომელსაც იმიერკასპიის ოლქში გამგზავრება სურდა. თბილისზე საუბრისას იგი აღნიშნავს, რომ ის არაფრით განსხვავდებოდა პირველი რანგის ევროპული ქალაქებისგან და გვაწვდის ცნობებს მისი მოსახლეობის შესახებ.
ედუარდ ალფრედ მარტელი
Edouard-Alfred Martel, La côte d’Azur russe (Riviera du Caucase). Voyage en Russie méridionale, au Caucase occidental et en Transcaucasie (Mission du gouvernement russe, 1903). 388 Gravures, 34 planches et coupes et 1 cart en couleurs s’après les photographies et relevés de l’auteur. Paris, Librairie Ch. Delagrave, 1908
რუსეთის ლაჟვარდოვანი სანაპირო (კავკასიიის რივიერა)…
რუსეთის იმპერიის სოფლის მეურნეობისა და სახელმწიფო ქონების მინისტრის, ალექსეი ერმოლოვის, ინიციატივითა და რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზ II-ის დასტურით, 1903 წელს ყირიმისა და კავკასიის შავი ზღვის სანაპიროს ეწვია ედუარდ ალფრედ მარტელი (1859-1938) – ფრანგი იურისტი, გეოგრაფი, კარტოგრაფი და ფრანგული სპელეოლოგიის ფუძემდებელი[1]. მის თხზულებაში არის საინტერესო მასალა თბილისის მოსახლეობის შესახებ. წიგნს ერთვის მდიდარი ფოტომასალა.
[1] ალფრედ მარტელი საპატიო ლეგიონის ოფიცერი (1909), შემდეგ კომანდორი (1927) იყო.
ე‘თემად ას-სალთანე
ე‘თემად ას-სალთანე – მოგონებათა დღიური
მოჰამად ჰასან ხან ე’თემად ას-სალთანე ცნობილი მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე იყო.
ერნესტ ორსოლი
Ernest Orsolle. Le Caucase et la Perse. Plon, Nourrit et Cie, Paris, 1885
(1858-?)
1882 წელს საქართველოში იმოგზაურაბელგიელმა ორიენტალისტმა, ერნესტ ორსოლმა (1858-?). მოგზაური თბილის კონტრასტების ქალაქს უწოდებს, მას სამ განსხვავებულ ქალაქად ყოფს და გვაწვდის ცნობებს მისი მოსახლეობის შესახებ.
ვიქტორ დინგელშტედტი
Victor Dingelstedt. La population du Caucase et la ville de Tiflis. Extraits d’une communication faite à la Société de géographie de Genève le 27 janvier 1894. – La Globe. Revue genevoise de geographie. Année 1894, 33, pp. 61-89
კავკასიისა და ქალაქ თბილისის მოსახლეობა
გერმანელმა გეოგრაფმა, ეთნოგრაფმა და მოგზაურმა ვიქტორ დინგელშტედტმა კავკასიაში 1892 წელს იმოგზაურა. თავის მეტად საინტერესო გამოკვლევაში იგი საინტერესო ცნობებს გვაწვდის თბილისი მოსახლეობის ეთნიკურ-რელიგიური შემადგენლობის შესახებ.
იაჰია დოულათაბადი
იაჰია დოულათაბადი – იაჰიას ცხოვრება
(1862-1939)
ჰაჯ მირზა იაჰია დოულათაბადი (1862-1939) ცნობილი ირანელი განმანათლებელი, საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი იყო.
კლოდ ანე
Claude Anet. Les Roses d’Ispahan – La Perse en automobile à travers la Russie et la Caucase. A la princesse Georges Valentin Bibesco et à Madame Michel Charles Phérékyde je dédie respectueusement le récit d’un voyage dont elles ont partagé avec moi, et ennobli, les émotions. Paris, Société d’Edition et de Publication, Librairie Félix Juven, 1907
(1868-1931)
ისფაჰანის ვარდები – სპასეთში ავტომობილით რუსეთისა და კავკასიის გავლით
1905 წლის რევოლუციის დროს საქართველოში იმოგზაურა ცნობილმა ფრანგმა ჟურნალისტმა, კლოდ ანემ (1868-1931), რომლის ნამდვილი სახელია ჟან შოპფერი. ის აქტიურად თანამშრომლობდა ყოველდღიურ ფრანგულ გაზეთებთან – „Le Temps“, „Le Journa“ და „Le Petit Parisien“. მისი თანამგზავრები იყვნენ: ვლახეთის ყოფილი გოსპოდარის ვაჟი, პარიზში დამკვიდრებული ცნობილი ავიატორი და სპორტსმენი – პრინცი გეორგ-ვალენტენ ბიბესკო (1880-1941), მისი მეუღლე – პრინცესა მარტა ბიბესკო (1886-1973) – პარიზის მაღალი საზოგადოების თვალსაჩინო ქალბატონი; ვლახეთის გოსპოდართა ოჯახის წევრი, პრინცი ემანუელ ბიბესკო; რუმინეთის საკანონმდებლო ორგანოს წევრი მიჰაი ფერეკიდი და მარია – მისი მეუღლე; ლეონ ლეონიდა – რუმინელი სპორტსმენი. ისინი სამი ავტომობილით მგზავრობდნენ: 40 ცხენის ძალის მქონე 1904 წლის გამოშვების მოკლე შასიანი, ღია მერსედესით, 20 ცხენის ძალის მქონე მერსედესითა და იმავე წლის და იმავე დახასიათების 16 ცხენის ძალის მქონე ფიატით. მოგზაურებს ახლდათ სამი მექანიკოსი – შვეიცარიელი კელერი, ფრანგი ეჟენი და რუმინელი გიორგი[1].
კლოდ ანეს დღიურების სახით დაწერილი თხზულება დოკუმენტური მასალაა თბილისში 1905 წლის აპრილ-მაისში არსებული ვითარების შესახებ. წიგნს ერთვის მდიდარი ფოტომასალა.
[1] Claude Anet. Les Roses d’Ispahan –La Perse en automobile à travers la Russie et la Caucase, XII.
ლუი დარტიგი
L. Dartigues. La Mission Sanitaire Chirurgicale Française du Caucase.1er Juillet 1917- 15 Juillet 1918. 45 Figures originales. Paris, A. Maloine & Fils, Editeurs, 1919
(1869-1940)
ფრანგული სანიტარული ქირურგიული მისია კავკასიაში
1917 წლის მარტში საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ (1869-1940) რამდენიმე ქირურგიული მისიის ხელმძღვანელი, საქართველოში 1917 წლის რევოლუციის დროს, 8 აგვისტოს ჩავიდა, 9 თვე იარსება და 1918 წლის 14 მაისს თბილისიდან სამშობლოსკენ გაენგზავრა. დარტიგის თხზულებიდან ჩანს, რომ რთული პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, იგი ძალიან კარგად იყო სოციალიზებული თბილისის საზოგადოებაში, სადაც „კეთილი კოსმოპოლიტიზმი“ სუფევდა: იქ იყვნენ რუსები, უკრაინელები, ბელორუსები[1], ქართველები, სომხები, თათრები, ბელგიელები, ფრანგები, ინგლისელები, ამერიკელები და ა.შ. მისი თქმით, ეს იყო ცივილიზებული ჩვევების, დახვეწილობისა და თანხმობის ერთა ლიგა, სადაც გერმანულის გარდა, ყველა ენაზე ლაპარაკობდნენ, ერთმანეთს კი ფრანგულად ესაუბრებოდნენ.
[1] ტექსტში: „des Petits Russiens“. „მცირე რუსებში“ იგულისხმებიან უკრაინელები და ბელორუსები.
https://dictionnaire.reverso.net/francais-definition/russienne
მარი ოგიუსტ ედგარ ბულანჟიე
Edgar Boulangier. Voyage à Merv.
(1850-1899)
მოგზაურობა მერვში. ცენტრალური აზიის რუსები და ტრანსკასპიური რკინიგზა.
1886 წლის აგვისტოში საქართველოში ჩამოვიდა გზებისა და ხიდების ფრანგი ინჟინერი მარი ოგიუსტ ედგარ ბულანჟიე (1850-1899), რომელსაც იმიერკასპიის ოლქში[1] სურდა გამგზავრება. ედმონ ბულანჟიეს ცნობები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ზაფხულში თბილისიდან გადიოდა ყველა, ვისაც კი ამის საშუალება ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მის თხზულებაში არის ერთი ცნობა თბილისის მოსახლეობის შესახებ.
[1] იმიერკასპიის ოლქი (Transcaspien) – რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციული ერთეული 1854-1919 წლებში, ადმინისტრაციული ცენტრით აშხაბადში, რომელიც სამხრეთით ესაზღვრებოდა ხორასანსა და ავღანეთს, ჩრდილოეთით – ურალის პროვინციას, ჩრდილო-აღმოსავლეთით – ხივასა და ბუხარას. 1897 წლიდან თურქესტანის გენერალ-გუბერნატორი მართავდა.
Les Russes dans l’Asie centrale et le chemin de fer transcaspien. Paris, Librairie Hachette et Cie, 1888
მორის რონდე-სენი
Maurice Rondet-Saint, Aux confins de l’Europe et de l’Asie, Paris: Plon, 1913
(1863-1937)
ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე
მორის რონდე-სენი (1863-1937), ფრანგი მოგზაური, იახტსმენი და მწერალი თავის მეუღლესთან ერთად საქართველოს 1913 წლის ზაფხულში, პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე ერთი წლით ადრე ესტუმრა. მისი მოგზაურობის მიზანი, ახალი ქვეყნების გაცნობის გარდა, საზღვარგარეთ არსებული ფრანგული თემების შემოწმება იყო, რაც მას, როგორც მრჩეველს საგარეო ვაჭრობის საკითხებში, საფრანგეთის ვაჭრობის სამინისტროსგან ჰქონდა დავალებული. მის თხზულებაში არის საინტერესო ცნობები თბილისის ეთნო-რელიგიური შემადგენლობის შესახებ.
ოგიუსტ ლაკუან დე ვილმორანი
Auguste Lacoin de Vilmorin. De Paris a Bombay par la Perse. Illustrations d’après les photographies rapportées par auteur. Paris, Libraire de Firmin-Didot et Cie imprimeurs de l’Institut, 1895
პარიზიდან ბომბეიში სპარსეთის გავლით
1889 წლის ზაფხულში ნაპოლეონ საქართველოში ჩამოვიდა ცნობილი ფრანგი ბოტანიკოსების ოჯახის წარმომადგენელი, პარიზის ერთ-ერთი პრესტიჟული ლიცეუმის 20 წლის სტუდენტი, ოგიუსტ ლაკუან დე ვილმორანი. სხვა ავტორთაგან განსხვავებით, ახალგაზრდა სტუდენტი განსაკუთრებულ ყურადღებას თბილისის გასართობ ადგილებს უთმობს და იმჟმად თბილისში მყოფ უცხოელებს ასახელებ.
ჟან დე პონტევეს დე საბრანი
Jean de Pontevès de Sabran [Captain of the 1er Régiment de Hussards], Note de voyage d’un hussard — Un raid en Asie, Paris: Calmann Lévy, 1890, Au Comte de Ponteves-Sabran
ჩანაწერი ჰუსარი მოგზაურობის შესახებ
გრაფი ჟან დე პონტევეს დე საბრანი, ფრანგი სამხედრო პირი, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი, საქართველოში 1889 წლის გაზაფხულზე ჩამოვიდა, რათა თბილისიდან ირანში, შემდეგ კი იმიერ კასპიის პროვინციები მოევლო. 1891 წელს მან „ამაღლებული ხასიათისა და მორალური სარგებლობის მქონე“ წინამდებარე თხზულებისთვის მონტიონის[1] პრემია დაიმსახურა. მის თხზულებაში არის ცნობები თბილისის მოსახლეობის შესახებ.
[1] ანტუან ჟან ბატისტ რობერტ ოჟერმა, ბარონმა დე მონტიონმა (1733-1820), ფრანგმა ქველმოქმედმა 1780-1787 წლებში დააწესა პრიზების სერია, რომლებმაც შეცერდა რევოლუციურ პერიოდში და აღადგინეს 1815 წელს.
ჟან კაროლი
Jean Carol. Colonisation russe, les deux routes du Caucase.
(1848-1922)
რუსული კოლონიზაცია, კავკასიის ორი გზა…
1894 წელს თავის ძმისშვილთან ერთად კავკასიაში იმოგზაურა ფრანგმა მწერალმა, ჟურნალისტმა და კრიტიკოსმა, ჟან კაროლმა[1]. ჟან კაროლი გვაწვდის თბილისის მოსახლეობის დახასიათებას. მისი ცნობით თბილისის არისტოკრატიის ნაღები ინგლისურ კლუბში იკრიბებოდა, სადაც ყველა ფრანგულად საუბრობდა და „რუსულად ვახშმობდა“. საინტერესოა კაროლის ცნობები თბილისში ალექსანდრე II-ს კარზე დიდი გავლენის მქონე ცნობილი პირების თბილისში გადასახლების შესახებ.
[1] ჟან კაროლი გაბრიელ ლაფაის (1848-1922) ფსევდონიმია.
Notes d’un touriste. Ouvrage contenant trente-quatre illustrations et deux cartes.
Librairie Hachette et Cie, Paris, 1899
ჟიულ ლეკლერკი
Jules Leclercq, Du Caucase aux monts Alaï: Transcaspie-Boukharie – Ferganah. Ouvrage accompagne d’une carte, Paris: E. Plon, 1890
(1848-1928)
კავკასიიდან ალაის მთებამდე…
1890 წელს საქართველოში ჩამოვიდა ბელგიელი იურისტი, გეოგრაფი და ბელგიის სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი, ჟიულ ლეკლერკი (1848-1928). თავის თზულებაში იგი საინტერესოდ აღწერს თბილისი მოსახლეობას და თბილისის ერთ-ერთ ბაღს.
ჟიულ-ნაპოლეონ ნეი
Napoléon Ney. En Asie Central à la vapeur: La mer Noire, la Crimée, Le Caucase, la mer Caspienne, les chemin de Fer Transcaspien, l’Asie centrale, Merv, Bokhara, Samarkand. Notes de voyage. Preface de Pierre Véron, dessins de Dick de Longlay, avec deux cartes. Paris: Garnier Frères – Editeurs, 1888
(1849-1900)
ცენტრალურ აზიაში ორთქმავლით..
ნაპოლეონ I-ის ცნობილი მარშლის, ნეის შვილიშვილი ჟიულ-ნაპოლეონ ნეი (1849-1900), მოგზაური, ჟურნალისტი, მწერალი და სპორტსმენი, საფრანგეთ-პრუსიის 1870-1871 წლების ომის მონაწილე, საპატიო ლეგიონის ოფიცერი (1872) 1888 წელს სამარყანდში იმიერკასპიის ოლქის რკინიგზის ხაზის გახსნაზე მიიწვიეს[1]. ამგვარად, მისთვის ისევე, როგორც ედგარ ბულანჟიესა და ედმონ კოტოსათვის, საქართველო შუა აზიისკენ მიმავალი სატრანზიტო დერეფანი იყო. სხვა ცნობებს შორის, ის გვაწვდის ცნობებს თბილისის მოსახლეობის შესახებ.
[1] 1896 წელს, ნაპოლეონ ნეი, როგორც საფრანგეთ-რუსეთის მეგობრობის დიდი მხარდამჭერი, ნიკოლოზ II-ს კორონაციაზე დასასწრებად მიიწვიეს.
სეიდ ჰასან თაყი-ზადე
სეიდ ჰასან თაყი-ზადე – ბობოქარი ცხოვრება (მოგონებები)
(1878-1970)
სეიდ ჰასან თაყი-ზადე (1878-1970) ყაჯართა მმართველობის ბოლოსა და ფეჰლევიანთა დინასტიის პერიოდის ირანის გავლენიანი პოლიტიკური მოღვაწე და დიპლომატი იყო. ირანის პოლიტიკურ ცხოვრებაში ის შევიდა, როგორც თავგამოდებული კონსტიტუციონალისტი და ირანის „ევროპული მომავლის“ მომხრე.
უოლტერ ბარტონ ჰარისი
Walter B. Harris, From Batum to Baghdad Via Tiflis, Tabriz, and Persian Kurdistan. To I H. R. H. The Prince of Wales, This Book is, by Special Permission, Dedicated by The Author. Edinburgh: W. Blackwood & Sons, 1896
(1866-1933)
ბათუმიდან ბაღდადამდე თბილისის, თავრიზის და სპასეთის ქურთისტანის გავლით
ინგლისელმა ჟურნალისტმა, მწერალმა და მოგზაურმა უოლტერ ბარტონ ჰარისმა (1866-1933) პოპულარობა მოიპოვა თავისი ნაწერებით მაროკოზე, სადაც მრავალი წლის განმავლობაში The Times-ის სპეციალურ კორესპონდენტად მუშაობდა. იგი საინტერსო ცნობებს გვაწვდის თბილისის მოსახლეობისა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შესახებ.
შარლ ლეფევრ-პონტალისი
Carle Lefèvre-Pontalis. De Tiflis à Persépolis : Érivan, Tabriz, Téhéran, Ispahan. Conférence faite à Vendôme, le 23 février à Angers, le 31 mai 1894. Illustrations en phototypir d’après les photographies de Mme la Marquise De Sigy de Balloy, Jane Dieulafoy, M M. Bernay, Binder, Lefèvre-Pontalis . etc., etc. Paris, Librairie, Plon, S.D. (1894)
(1867-1900)
თბილისიდან პერსეპოლისში…
1892 წლის 6-9 თებერვალს თბილისში იმყოფებოდა შარლ ლეფევრ-პონტალისი (1867-1900) – კავალერიის ახალგაზრდა ფრანგი ოფიცერი, სენ-სირის სამხედრო სკოლის პროფესორი. მისი მიზანი თეირანში ჩასვლა და ევროპაში თურქეთ-რუსეთის საზღვრისა და ჩრდილოეთ ირანის – თავრიზის, ბაიაზეთის, არზრუმის, ბაიბურთისა და ტრაპიზონის, გავლით დაბრუნება იყო. მის თხზულებაში მოცემულია ცნობები თბილელი დრაგომანების – რეალინისა და ბაგრამიანცის, ასევე საფრანგეთის კონსულის, დე ლა შომისა და თბილისში ირანის გენერალური კონსულის, გენერალი მირზა რიზა ხანის, შესახებ. საქართველოს მთავარმართებლის, შერემეტევის ადიუტანტთან დროის მნიშვნელობის შესახებ მოკლე საუბრის მიხედვით ფრანგი ოფიცერი ასკვნის, თუ „რამდენად აღმოსავლელები იყვნენ რუსები“.
ჰერცოგინია დე როანი
კავკასიის აღმოჩენები
(1893-1926)
1909 წელს საქართველოში ჩამოვიდნენ მარი-მარგარეტ-ერმინი დე როან-შაბო (1893-1926) – პარიზის მაღალ საზოგადოებაში ცნობილი ფიგურა, პოეტესა, ფრანგი პოეტების საზოგადოების წევრი[1], საფრანგეთის პოლიტიკური მოღვაწის, მეთერთმეტე ჰერცოგის – ალენ დე როან-შაბოს[2] მეუღლე და მათი ერთ-ერთი ქალიშვილი, მარი[3], პრინც ლიუსიენ მიურას[4] მეუღლე.
ერმინის დე როანის თხზულებას ერთვის შემდეგი მიძღვნა: „ამ მოკრძალებულ სტრიქონებს ვუძღვნი მის უმაღლესობა პრინცესა სალომე მიურას[5], რომელმაც შეუდარებელი თავაზიანობით გამიღო თავისი ზღაპრული კავკასიის კარი“.
ფრანგი ჰერცოგინია სხვა მოგზაურთა მსგავსად გვაწვდის ცნობებს თბილისის მოსახლეობის შესახებ.
[1] ერმინი დე როანმა პირველი მსოფლიო ომის დროს თავისი სახლი პარიზში, სადაც მას ლიტერატურული სალონი ჰქონდა, სამხედრო ჰოსპიტლად აქცია და უვლიდა დაჭრილებს. სამოქალაქო თავდადებისთვის დაჯილდოებულ იქნა საპატიო ლეგიონის ორდენით (Archives nationales, N L2368076) და საფრანგეთ-იტალიის ღირსების მედლით – „La médaille de la Reconnaissance“. ამ ომში დაიღუპა მისი უფროსი ვაჟი, ჟოსლენი (1879-1914), XII ჰერცოგი როან შაბო.
[2] ალენ შარლ ლუი დე როან-შაბო (1844-1914) – მეთერთმეტე ჰერცოგი დე როანი, ფრანგი პოლიტიკოსი, 1876-1914 წლებში ის მორბიანის დეპარტამენტის დეპუტატი იყო.
[3] მარი დე როან-შაბო (1876-1951) 1897 წელს ცოლად გაჰყვა ლუსიენ მიურას, დაქვრივების შემდეგ, 1934 წელს ის ცოლად გაჰყვა ფრანგ დიპლომატსა და მწერალს, შარლ დე შამბრუნს (1875-1952).
[4] ლუსიენ შარლ დავიდ მიურა (1870-1933) – სალომე დადიანი-მიურასა და აშილ მიურას უფროსი ვაჟი.
[5] იგულისხმება პრინცესა სალომე, პრინც აშილ მიურას მეუღლე, დავით დადიანისა და ეკატერინე ჭავჭავაძის ქალიშვილი.
Duchesse de Rohan. Les Dévoilées du Caucase; Notes de Voyage. A Son Altesse, La Princesse Salomé Murat qui m’a fait ouvrir avec une grace sans pareille les portes de son modestes lignes merveilleux Caucase, je dédie ces modestes lignees. Paris, S.d.